ილია და ვაჟა
ილია ჭავჭავაძესა და ვაჟა ფშაველას
დიდ სიყვარული აკავშირებდათ.
მართალია, ილია ვაჟაზე
24 წლით უფროსი
, თანაც სახელგანთქმული პოეტი,
საზოგადო მოღვაწე გახლდათ, მაგრამ
ამას ხელი არ შეუშლია
დაენახა
და ეღიარებინა ფშავის
მთებში სიღარიბესთან მებრძოლი ვაჟას გენიოსობა.
პირველი ნაწარმოები,
რომელიც ილიამ ვაჟას შემოქმედებიდან წაიკითხა
იყო ,,შვლის ნუკრის
ნაამბობი“. ილია გაოგნებულა და დიდხანს იძახდა
თურმე:,,კოჭებზე ეტყობა რა ვაჟიკაც არის, შორს წავა, შორს!“
იოსებ იმედაშვილის ცნობით, როცა ლუკა რაზიკაშვილი პეტერბურგიდან დაბრუნდა,
ძმები ყიფშიძეები ილია ჭავჭავაძესთან მისულან და
შეუთავაზებიათ,- ვაჟას
ფული ვუშოვოთ
და გერმანიაში გავგზავნოთ, ბერლინის უნივერსიტეტშიო. ილიას კი
შუბლშეჭმუხვნით მიუგია:
,,ბატონებო, ვაჟა
პეტერბურღიდამ ეგებ
ბედმაც დააბრუნა,
ახლა გერმანიაში უპირებთ გაგზავნას?
ძლიერ კარგი,
მაგრამ იცით
კი, რა
გამოვა? თავი
გაანებეთ, -გერმანიაში, იქნებ არაფერი
გამოვიდეს, უკეთეს
შემთხვევაში ფილოსოფიას დაეწაფება, მაშინ ფანდურს
მაღლა, ჭერში
შესდებს. ვაი,
თუ, ვერც
ფილოსოფოსად ივარგოს,
ფანდურიც სამუდამოდ
დაემსხვრას. მაგას
ჰონორარი დაუნიშნეთ,
ისევ მთაში
წავიდეს და
სწეროს - თავისებური ფანდურის ჟღერით
დაგვატკბოს“. “
როდესაც ილიამ ვაჟას
,,მოხუცის ნათქვამი წაიკითხა,
დიდხანს ჩაფიქრებული იჯდა. ეტყობა დიდი შთაბეჭდილება იქონია
წაკითხულმა. მერე, თითქოს ძილიდან
გამოერკვაო, აღტაცებით
წამოიძახა შემდეგი სიტყვები,
რომლებიც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა:
,,არა,არა! ახლა ჩვენ, ძველებმა, კალამი
უნდა ძირს დავსდვათ, გზა
კი ვაჟას უნდა დავუთმოთ!“
ილია
ვაჟას შესახებ წერდა:
,,ვაჟა-ფშაველა ჩემს თვალში იმოდენა მწერალია,
რომ მის შესაფასებლად არ კმარა ერთი კაცის ძალ-ღონე“.
ვაჟა-ფშაველა თავის ნაწარმოებებს ძირითადად ,,ივერიას“ აწვდიდა. იბეჭდებოდა
,,დროებაში“, ,,ჯეჯილში“, ,,კვალში“, ,,მწყემსში“. ილია ჭავჭავაძემ ,,ივერიაში“
სამუშაოდაც მიიწვია, მაგრამ აქ მხოლოდ სამი დღე იმუშავა. მეოთხე დღეს გადაწყდა, ვაჟასთვის
თვეში 5 თუმანი დაენიშნათ, სამაგიეროდ, ყოველ თვეში რაიმე ნაწარმოები უნდა ჩამოეტანა.
თვეში ერთხელ ვაჟა აავსებდა ხურჯინს
ხელნაწერებით და თბილისში
ჩამოდიოდა ილიასთან. ისიც უბეჭდავდა, მაგრამ როცა ,,ივერიაში“ ილიას პოზიცია შეირყა და
თანამშრომელთა შორის ,,მესამე დასელების“ თანამგრძნობები მომრავლდნენ, ვაჟასათვისაც
დაკეტილი აღმოჩნდა გაზეთის კარი. 1893 წელს ნაწარმოები არ დაუბეჭდეს და არც კუთვნილი
ჰონორარი მისცეს; სხვა უსიამოვნებებმაც იჩინა თავი და მოხდა ისე, რომ მთელი წლის მანძილზე
ვაჟა ,,ივერიას“ აღარ გაჰკარებია... მხოლოდ მოგვიანებით აღადგინა ურთიერთობა რედაქციასთან.
ილია როგორც შეეძლო
ისე, მუდმივად უმართავდა ხელს ვაჟას. ეს ორი დიდებული
ადამიანი თანამგრძნობი და ერთმანეთის სიდიადის
შემცნობი იყო. ვაჟა ძალიან ღარიბულად
ცხოვრობდა. ლუკმაპურისთვის მიწას
ამუშავებდა, მაინც ვერ მოიშორა
სიღატაკე, მაგრამ ბუნებით
რაინდი დარჩა. უსახსრობამ
ვერ ათქმევინა უარი ადამიანობაზე.
ვაჟა-ფშაველას ერთადერთი ჩოხა ჰქონდა, რომელიც მწერალთა კავშირის
წევრებმა საჩუქრად გადასცეს. ერთხელ, ვაჟას მეზობელი გარდაეცვალა, მეზობლებს კი არ
ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ იგი ჩაცმული დაემარხათ, სწორედ ამიტომ შიშველს უპირებდნენ
დამარხვას. ვაჟამ ეს რომ გაიგო თქვა: "ქრისტიან კაცს შიშველს ხომ არ დავმარხავთო"?
და მეზობლის ბავშვს თავისი ერთადერთი ჩოხა გაატანა...
ილიას მკვლელობა ვაჟამ ძალიან განიცადა. მან იცოდა, რომ ილიას კი არა საქართველოს ესროლეს, იმდენად დიდი იყო ამ ადამიანის როლი ქვეყნისთვის. ამ სიტყვებით გააცილა დიდმა მამულიშვილმა დიდი ქართველი:
,,მწერლობის გარეშე
ხომ უთვალავია მისი ღვაწლი: ყველაფრის ჩამოთვლა მეტია, ვინაიდან ეს ღვაწლი ყველა ქართველმა
კარგად უწყის. და დღეს კი, როცა უფრო ვითომდა გავნათლდით, დავკარგეთ ნამუსი, ადამიანობა,
არ დავინდეთ მისი ჭაღარა! განსვენებულს კი დიდი იმედი ჰქონდა ახალგაზრდობისა და ამიტომ
ნანასავით უმღეროდა მის მიერ აღზრდილ საქართველოს, წყლულ გულს ანუგეშებდა: „შვილები
წამოგესწრნენ, ვაჟკაცნი, გულმტკიცენი; მათი საგონებელი შენ ხარ და შენ იქნებიო“. მაგრამ
ეს სრულიად არ გამართლდა, იმათ შორის მახინჯებიც გამოერივნენ. გამოერივნენ ისეთნი,
რომელნიც თვით საქართველოს ჰკლავენ: უარყოფენ ენასა, ეროვნებასა და თვით ტერიტორიასაც
კი, რა არის, მაშ, თუ არ კვლა საქართველოსი?
ვიმედოვნებთ მხოლოდ იმითი, გვრჩებიან სხვა ახალგაზრდებიც, რომელთაც არ უღალატეს ილიას ანდერძს; საქართველოს ბედ-იღბალს თავს ევლებიან და „საგონებლად“ გაჰხდომიათ თავიანთი დაჩაგრული, დაბეჩავებული, შეურაცხყოფილი ეროვნება.
დიადო მგოსანო! ყველანი ერთად ვსდებთ ფიცს წინაშე შენის დიდებულის ნეშტისა, რომ შენ მიერ აფრიალებული დროშა არ დავსწიოთ დაბლა, არამედ იგი გვეჭიროს მაღლა, თვალსაჩინოდ და ვემსახუროთ შენს მიერ ნაანდერძევ იდეალებს – ძმობის, ერთობის, თავისუფლების და სიყვარულისას მტკიცედ, შეუდრეკელად. ვუწყი, რომ შენი აჩრდილი არ დაივიწყებს საქართველოს და სხვა გმირებთან ერთად დაჰხედავს ათასში ერთხელ მაინც – გაიგოს ჩვენი ყოფაცხოვრება – გავიზარდენით, ავმაღლდით, თუ დავეცით უარესად და დავკნინდით, და შეგვავედრებს ღმერთს, რათა მოგვცეს მან ძალა გაუკეთესებისა, ერთობისა, სიყვარულისა, – ჭკუა-გონება ნათელი, რათა არ გაჰქრეს შენი საყვარელი, სათაყვანებელი ერი, ლამაზი გარეგნობით, გალამაზდეს ყოფაცხოვრების სათანადო წყობილებით.
მშვიდობით, საუკუნოდ იყოს სახსენებელი შენი, დიდებულო ადამიანო!"

Комментарии
Отправить комментарий