ფსევდონიმები
როგორც ვიცით, ვაჟა-ფშაველას
ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა რაზიკაშვილია.
ზედმეტი სახელი
,,ვაჟა–ფშაველა" პეტერბურგში შეარქვა თუშმა მეგობარმა დიმიტრი
ცისკარიშვილმა.მან
იცოდა,რომ ,,ვაჟა" ფშავ–ხევსურეთში ბიჭს,ვაჟკაცს
ნიშნავს.დიმიტრი ხან ,,ვაჟას"
ეძახდა,ხან ,,ფშაველას".მერე შეაერთა და
,,ვაჟა–ფშაველა" დაუძახა.
ვაჟას ფსევდონიმები იყო:,,ლ.რ–ზ"; ,,ლ.რ–ზ–კ–ლი"; ,,ლ.რაზ–ვი"; ,,ლ.კათაკმეველი";
,მგელია ხინკალჭამიაშვილი".
1886 წლიდან დაიმკვიდრა
,,ვაჟა–ფშაველა",მაგრამ მერეც საჭიროებისდამიხედვით
გამოუყენებია ,,მწარია";
,,ჟულიკა გოგოჭური"; ,,ფშაველა ვეფხვაიძე"; ,,ველაფშა";
,,ვ–აფ–ლა'.
ზემოთ ჩამოთვლილის გარდა,ვაჟას გამოუყენებია შემდეგი
ფსევდონიმები და კრიპტონიმები:გოგოჭური,ვ.ფ–ლა, ვ.ფ–ლი, ვაჟ–კაცი, ვაჟა, ველფაშა, იქაური, მამუკა, ნარ–ეკალა, პარასკევა, ჟავა, ფშაველი, შენი ერთგული მამუკა, შენი კეთილის მოსურნე
ექვთიმე, შენი მარადის პატივისმცემელი მამუკა.
სახელი ,,ვაჟა" მანამდე არ არსებობდა.
Комментарии
Отправить комментарий