წინაპრები, ბავშვობა
ფშავის პატარა
სოფელ ჩარგალში, მდინარე ჩარგულას ნაპირას მდგარ ქვიტკირის პატარა სახლში, სადაც ახლა
პოეტის სახლ-მუზეუმია, 1861 წლის 14 ივლისს, სასულიერო პირის პავლე რაზიკაშვილის ოჯახში
დაიბადა ბავშვი, რომელსაც ლუკა დაარქვეს.
ერთი გადმოცემის თანახმად, ვაჟას
შორეული
წინაპრები მოხევეები ყოფილან,
სოფელ
სნოდან.
რაზიკაშვილთა წინაპარი ხევსური
ყოფილა,
გოგოჭური. თვით ვაჟა ამას
სიამაყით აცხადებდა და
ფსევდონიმადაც წერდა ,,ჟულაკა
გოგოჭურს.“
ვაჟა–ფშაველას პაპის მამა,
იმედა რაზიკაშვილი, თეთრ ცხენზე ამხედრებული, შიშის ზარს სცემდა ფშავში მოთარეშე ლეკებს.
როდესაც იმედა გარდაიცვალა, მასზე ხალხური ლექსებიც შეიქმნა.
ახალდაბადებულს შავი თმა
თვალებზე ჰქონია ჩამოფარებული.მნახველებს უთქვამთ, ეს თმიანობა იმისი ნიშანია, დავლათიანი
იქნება, სახელიანიო.
ვაჟას მამა იშვიათი ნიჭის
პატრონი, მჭევრმეტყველი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი კაცი ყოფილა. მას თვითონ შეუსწავლია
წერა-კითხვა და მღვდელი გამხდარა. ასე გვამცნობს ვაჟა მამის – პავლე რაზიკაშვილის პიროვნებას:
„მე როცა მამაჩემი ვიცანი მამად, მაშინ იგი მთავარდიაკვნად იყო სოფელ მაღაროსკარში,
სოფელ ჩარგალზე რვა ვერსზედ დაშორებით“. ვაჟას თქმით, პავლე რაზიკაშვილი გარდა პირადი
სამსახურისა, ვაჭრობასაც მისდევდა, რამდენიმე ადგილას დუქნები ჰქონდა“.
სწორედ პავლე რაზიკაშვილმა,
პირშიმთქმელმა, სიზარმაცის მოძულემ და ვაჟკაცობის ტრფიალმა, შორეულმა ჩამომავალმა
„გარუსების მოწინააღმდეგე“ სახელგანთქმული მონადირის ბოიგარისა, ჩაუნერგა პატარა ლუკას
წიგნის სიყვარული. პავლე უამბობდა შვილებს დავით აღმაშენებელზე, ნაპოლეონსა და გამბეტაზე,
აყვარებდა „ვეფხისტყაოსანს”, მზეჭაბუკისა და ჯიმშერის ამბავს, ვიქტორ ჰიუგოსა და ჟორჟ
სანდის ნაწარმოებთა პერსონაჟებს; რასაკვირველია, სახელოვანი თანამედროვეების – ილიასა
და აკაკის ქმნილებებს. მღვდელი პავლე რაზიკაშვილისათვის მით უფრო ძნელი არ იყო ჩაენერგა
შვილებისათვის სასულიერო წიგნებისადმი სიყვარული. „ჩაუჯდებოდა ხორცს საკეფლად ფიცარზე,
იქვე ტახტზე მეც ჩავუჯდებოდი პირდაპირ და ვუგდებდი გაფაციცებით ყურს იმის ტკბილ საუბარს.
მუდამ მიამბობდა მოთხრობებეს ძველი საღმრთო ისტორიიდან”, – გვიყვება ვაჟა.
წარმოსადეგი
ვაჟკაცი ყოფილა პავლე რაზიკაშვილი - მამა ვაჟა-ფშაველასი. ,,მტერს - ხმალი და სწორსა
და ძმასა სამართალიო” - ეს იყო მისი მრწამსი; თავს არავის დააჩაგვრინებდა და ასე ზრდიდა
თავის შვილებსაც. პატარა ყოფილა ლუკა, როცა ,,ვეფხისტყაოსანს” გაეცნო, რომელმაც მასზე
დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. პავლე ყოფილა ჯერ მეცხვარე და შემდეგ მღვდელი, ჰქონია
პატარა დუქანი არაგვის ჭალაზე, რომელიც შემდეგ ვაჟას დარჩენია მემკვიდრეობით. ვაჟამ
არ ისურვა დუქანში ვაჭრობა რადგან, მისი აზრით, ხალხს გაძარცვავდა და გაყიდდა. მიუხედავად
იმისა, რომ არასდროს უვაჭრია ვაჟას იმ დუქანში, ხალხი მაინც ლუკაიას დუქანს ეძახდა.
მამამ ჩუნერგა შვილებს სასულიეო წიგნებისადმი სიყვარული. ვაჟა იგონებს, თუ როგორი სულგანაბული
უსმენდა მამის ტკბილ საუბარს, როცა იგი საღმრთო ისტორიიდანუამბობდა. დედა კი საგმირო
ამბებს, ფშაურ თქმულებებსა ა ლექსებს აცნობდა. დედის წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური
ლექსი იცოდა ზეპირად.
დედა, – ბარბალე
(გულქან) ფხიკელაშვილი საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა. დედის
წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად, ისე რომ ყველას უკვირდა, ერთი
ადამიანი როგორ ახრეხებდა ამდენი ლექსის დამახსოვრებას. ვაჟა-ფშაველა ასე გვამცნობდა
დედას: “მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით. დედაჩემი იყო
ივრელი ქალი, სოფელ სხლოვნიდან, ფხიკლიანთ გვარისა… სათემო გვარი ფხიკლეშვილებისა არის
გაბიდოური. ღვიძლი ბიძა დედაჩემისა პარასკევა პირველი მოლექსე იყო ფშავში. საუბედუროდ,
წერა-კითხვა სრულიად არ სცოდნია… წერა-კითხვა არც დედაჩემმა იცოდა, თუმც ბუნებით იყო
ფრიად ნიჭიერი, შესანიშნავი მეოჯახე და მოწყალე, გლახის გამკითხველი, მეზობლის დამხმარე”…
ვაჟას გარდა მის მშობლებს
კიდევ ხუთი შვილი ჰყოლია: გიორგი, მართა, ნიკო (ბაჩანა), თედო და ალექსანდრე (სანდრო).
შემდგომში ბაჩანა და თედო ცნობილ მწერლებად მოგვევლინებიან ჩვენს ლიტერატურაში.
წერა-კითხვა
ვაჟას სახლში უსწავლია მამის ხელმძღვანელობით. ,,რვა წლამდე იზრდებოდა ძველი წიგნებით.
შინაური განათლების შემდეგ, რვა წლის ყმაწვილი შეუყვანიათ თელავის სასულიერო სასწავლებელში,
სადაც სწავლა-აღზრდის საქმე მეტად დაბალ დონეზე იდგა. ვინაიდან უმთავრესად ,,ლათინური
და ბერძნული ფრაზების ზეპირობა” იყო გაბატონრბული, როგორც ამას თვითონ პოეტი აღნიშნავს
,,ჩემს წუთისოფელში”. ამიტომ იგი დასწაფებია სხვადასხვა წიგნების დამოუკიდებლად კითხვას,
რამაც უთუოდ იქნოია გავლენა ნიჭიერი ყმაწვილის გონების განვითარებაზე.
თელავის სასულიერო სასწავლებელში მომავალმა პოეტმა 6 წელი გაატარა. შემდეგ იგი სასწავლებლად გადავიდა თბილისის საქალაქო სასწავლებელში, გორის საოსტატო სემინარიაში, ხოლო 1883 წელს გაემგზავრა პეტერბურგში და ლექციებს ისმენდა უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, როგორც თავისუფალი მსმენელი.
თელავის სასულიერო სასწავლებელში მომავალმა პოეტმა 6 წელი გაატარა. შემდეგ იგი სასწავლებლად გადავიდა თბილისის საქალაქო სასწავლებელში, გორის საოსტატო სემინარიაში, ხოლო 1883 წელს გაემგზავრა პეტერბურგში და ლექციებს ისმენდა უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, როგორც თავისუფალი მსმენელი.
Комментарии
Отправить комментарий