ამბები ვაჟაზე

ერთხელ  ვაჟა ილიას ესტუმრა, შებინდებულა და ვაჟას უთქვამს, წავედი ახლა ჩემს ჩარგალშიო .  ილიას მისი ღამით იქ დარჩენა სდომებია და უთხოვია კიდეც, ბინდდება და დარჩენილიყავიო, მაგრამ უარზე დამდგარა მთის კაცი.. ჰოდა გარეთ რომ გამოსულა, ვაჟას თავისი ცხენი მთვრალი დახვედრია, იქვე მიბმული  .  თურმე ილიას უბრძანებია მსახურებისთვის, ჭაჭა აჭამეთო ცხენსო .  ასე დაუტოვებია იმ ღამით ვაჟა თავისთან.

აკაკის მონათხრობი: იმ ხანად თბილისში სტუმრობდა “ახალ ერმაკად” მონათლული კაზაკთა ატამანი აშინოვი, რომელსაც იმდროინდელი რუსული პრესა ხოტბას ასხამდა და გმირად სახავდა, “ივერიას” კი თავის პუბლიკაციაში საცინლად აუგდია.
ხანჯალმოღერებული აშინოვი სწორედ იმ დროს შეჭრია კაბინეტში სერგი მესხს, როცა მასთან აკაკი და ვაჟა იმყოფებოდნენ სტუმრად და მოუთხოვია ბოდიში და უარყოფა კრიტიკისა, რაზეც სერგი მესხს უარით უპასუხნია. ამაზე ოფიცერი დამუქრებია - ნახავ რაც მოგივაო.
ვაჟა დინჯად წამომდგარა და უთქვამს - სანამ შენი გვინახია, ერთი ჩვენიცა ნახეო. ჩაუვლია კისერში ხელი, გამოუყვანია კიბესთან და ისეთი პანღური დაუზელია, რომ თავკერძას გორვით ჩაუთავებია კიბე და ქვაფენილზე გაშხლართულა. შერცხვენილ ატამანს იმავდღეს აუკრებია გუდა-ნაბადი საქართველოდან.
ვაჟა ბრგე კაცი ყოფილა და ჩინებული მოკრივე. ამბობენ მჯიღის დაკვრით გოჯიან ფიცარს ამტვრევდაო. იგი თავისი კუთხის ხალხის ქომაგი და იმედი იყო, რის გამოც მუდმივ დავა ჰქონია მეტყევეებთან, რომლებიც გლეხებს გადასახადს თხოვდნენ, ვაჟა კი იძახდა, რომ ტყე ფშავლებისაა და მეფეს არაფერი ერგებაო.
ერთხელაც, ამ ნიადაგზე, მეტყევეს და მის რაზმს მუხანათური თავდასხმით შეუპყრიათ ვაჟა. მოგვიანებით ვაჟას გაუგია - მეტყევე ამჟამად ტყისმცველებთან ერთად ახმეტაში მიდისო…
პეპო მარტოლეკის მოგონებით ამბის დასასრული შემდეგნაირად გამოიყურება: ” - მალე ჩვენც მოვიკითხეთ ვაჟა: რა იქნა აქამდის-თქო. მაგრამ რას ვხედავთ? მეტყევე ცხენიდან გადმოეგდო, იდგა შიგ იორში მათრახის ტყაპატყუპი. შხეფავს ტყისმცველებსაც, აი ჩამოყარა ცხენებიდან წყალში, ზოგი ცხენს ჩამოჰკიდებია, ზოგს - ცხენი გაუშვია და თავის გადარჩენას ცდილობს. იორიც მოდიდებული იყო.
აი ვაჟა გამოვიდა იორიდან და რახტის ძგრიალით მოაგდო ცხენი დუქნის წინ. ამ სანახაობაზე ჩვენ ყველას გვეცინებოდა.
- ხომ დავთაქლე კარგადაო! – წაილაპარაკა ვაჟამ.”
 



Комментарии

Популярные сообщения из этого блога